იზიუმთან, საბრძოლო მოქმედებებისას უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 05.05.2022
ნანახია: 477

უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი ჟურნალისტი, 36 წლის ოლექსანდრ მახოვი დაიღუპა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანიებში „უკრაინა“ და „უკრაინა 24“. 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოლექსანდრ მახოვი ოკუპანტებთან საბრძოლველად ფრონტის ხაზზე წავიდა.

გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ოლექსანდრ მახოვის სიკვდილის გამო რუსეთი პასუხს აგებს და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე