ეს სისულელეა - პესკოვი 9 მაისს უკრაინისთვის ომის გამოცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 16:55 | 04.05.2022
ნანახია: 531

პუტინი უკრაინისთვის 9 მაისს ომის გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პუტინმა 9 მაისს უკრაინას ომი გამოუცხადოს? რაზეც პესკოვმა უპასუხა: „არანაირი. მე უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას, ეს სისულელეა“.

პესკოვმა ასევე სისულელე უწოდა დასაველთის მედიის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი 9 მაისს მობილიზაციას გამოაცხადებს.

CNN-ის ინფორმაციით, პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს, რაც მას საშუალებას მისცემს, მოახდინოს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზება აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის დაპყრობის მიზნით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე