რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში, ინდუსტრიულ ზონაში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 04.05.2022
ნანახია: 553

რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, ინდუსტრიულ ზონაში, რკინიგზის სადგურის ღია ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სარკინიზგო ავზებს გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, უცნობია ავზების შიგთავსი. "ინტერფაქსი" წყაროზე დაყდნობით იუწყება, რომ ავზებში გამხსნელი სითხე იყო მოთავსებული.

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ხანძარი, რომელის რკინიგზის სიახლოვეს გაჩნდა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას საფრთხეს არ შეუქმნის.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობაში ათეულობით მეხანძრე და ტექნიკა მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე