ევროკავშირი პატრიარქ კირილის წინააღდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს - AFP

საქართველო, თბილისი - 12:28 | 04.05.2022
ნანახია: 448

ევროკავშირი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.

AFP ამ ინფორმაციის წყაროდ ევროკავშირის სანქციების პროექტს მიუთითებს, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

"ევროკავშირი გამოდის წინადადებით, სანქციები დაუწესდეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს", - ნათქვამია შეტყობინებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე