რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია - რუსეთის პატრიარქი კირილი

საქართველო, თბილისი - 21:00 | 03.05.2022
ნანახია: 470

3 მაისს, რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვის კრემლის მთავარანგელოზთა საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ რუსეთი თავს არასდროს არავის დასხმია.

კრემლის მტკიცე მოკავშირე პატრიარქის განცხადებით, გასაოცარია, რომ ასეთი დიადი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, თავს არასდროს არავის დასხმია.

"ჩვენ არავისთან გვსურს ომი. რუსეთი თავს არავის არასდროს დასხმია. ეს გასაკვირია, როდესაც დიადი, ძლევამოსილი ქვეყანა თავს არავის არასდროს დასხმია - ის მხოლოდ თავის საზღვრებს იცავდა", - თქვა კირილმა.

პატრიარქის თქმით, ეკლესია ილოცებს, რათა რუსეთის საზღვრები დარჩეს ხელშეუხებელი "უცხოტომელთაგან" და რუსებს ჰქონდეთ ძალა და პატივი ამ საზღვრების დასაცავად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე