რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 21:56 | 02.05.2022
ნანახია: 761

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე, რომლის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო Telegram-არხზე ავრცელებს.

„მტერმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა ოდესის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტს. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ“, - ამბობს მარჩენკო.

ოდესის საკრებულოში განაცხადეს, რომ ასევე დაზიანდა რელიგიური დაწესებულება.

დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე