კიევის ოლქში ნაპოვნია რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 1 202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი

საქართველო, თბილისი - 19:29 | 02.05.2022
ნანახია: 717

კიევის ოლქში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 1 202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ტელემარათონის დროს განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, სამართალდამცველების მიერ უკვე ნაპოვნია ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი და გადაცემულია სასამართლო-სამედიცინო დაწესებულებებს სიკვდილის მიზეზების დასადგენად. ამჟამად, 280 ცხედარი კვლავ ამოუცნობია“, - განაცხადა ნებიტოვმა და მოქალაქეებს მოუწოდა, დაკარგული ადამიანების შესახებ პოლიციას აცნობონ.

ამის გარდა, 2 მაისის მდგომარეობით დაკარგულად არის მიჩნეული 300 ადამიანი, თუმცა ყოველდღიურად ეს მონაცემები იცვლება.

ნებიტოვის თქმით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კიევის ოლქში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გაჰყავდათ ბელარუსში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე