"აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა

საქართველო, თბილისი - 18:54 | 02.05.2022
ნანახია: 505

 მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია შეფერხება. მანამდე ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა კვირას „აზოვსტალის“ დაბომბვა მას შემდეგ განაახლეს, რაც ავტობუსების კოლონამ ტერიტორია დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ორშაბათს, მარიუპოლიდან ევაკუირებული პირველი ჯგუფი 230 კილომეტრით დაშორებულ, უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში უნდა ჩასულიყო, მაგრამ არსებული ცნობებით, ავტობუსებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულ საევაკუაციო პუნქტამდე მისვლა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე