რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა 2 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 18:43 | 02.05.2022
ნანახია: 549

რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, ძლიერი ხმაური გაიგონეს. ქარხნის ხელმძღვანელობამ მედიას განუცხადა, რომ გეგმიური ცდები ტარდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მედიის ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე