საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 18:25 | 02.05.2022
ნანახია: 653

საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:50 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა

მიწისძვრის სიდიდე 3.6 (ML) მაგნიტუდა იყო.

შეგახსენებთ, მიწისძვრა გუშინ, 1-ელ მაისსაც მოხდა. თბილისის დროით 23:53 საათზე, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან  5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე