ფიჯიზე ციკლონის მსხვერპლთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:11 | 23.02.2016
ნანახია: 1836

ფიჯიზე ძლიერი ციკლონის შედეგად, რომელიც ქვეყანას 20 თებერვალს დაატყდა, მსხვერპლთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

განახლებული მონაცემები ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა. მისივე ინფორმაციით უსახლკაროდ რვა ათასი ადამიანია დარჩენილი.

ხელისუფლება არ გამორიცხავს რომ აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე თვე დასჭირდება. ზოგიერთ კუნძულზე ქარიშხალმა სოფლები მთლიანად გაანადგურა. ქარის სიჩქარე საათში 320 კმ-ს შეადგენდა, ციკლონმა ძლიერი წვიმაც გამოივია.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ციკლონი ”უინსტონი” ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ სტიქიურ უბედურებად შეაფასეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე