უკრაინაში რუსული ელიტური ქვედანაყოფები ძლიერ დაზარალდა, რუსეთს დასჭირდება წლები ამ ძალების აღსადგენად - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 02.05.2022
ნანახია: 553

რუსეთმა უკრაინაში 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გამოიყენა, რაც სახმელეთო შეიარაღებული ძალების 65 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ "ევროპეისკა პრავდა" ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.

დაზვრევის ცნობით, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ქვედანაყოფების მეოთხედზე მეტს ამ მომენტისთვის ბრძოლის უნარი დაკარგული აქვს.

„რუსეთის ზოგიერთი ელიტური ქვედანაყოფი, მათ შორის საჰაერო სადესანტო ძალები, განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა. სავარადუოდ, რუსეთს დასჭირდება წლები ამ ძალების აღსადგენად“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორაციაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე