საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ვერ შეასუსტებს - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:21 | 02.05.2022
ნანახია: 409

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომ რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტზე რუსეთი საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას. თალაკვაძე აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლოს და არასწორს უწოდებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება არის უსაფუძვლო და არასწორი. საქართველო, ხელისუფლება და საზოგადოება მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არ შეიცვლება და ცალკეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ვერ შეასუსტებს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე