საჭიროა იმ ადამიანების ქტიურობა, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 12:05 | 02.05.2022
ნანახია: 421

საჭიროა იმ ადამიანების ქტიურობა, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული გამოწვევაა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა გააკეთა განცხადება იმ საფუძველზე, რომ მათ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება მიიღებს ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებას. ამიტომ საჭიროა შესაბამისად აქტიურობა არა მხოლოდ ოჯახის მხრიდან, არამედ ჩვენი მხრიდან, პარტიის მხრიდან, თუნდაც ოპოზიციის ან ზოგადად მისი მეგობრების მხრიდან. ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ცდილობს და თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის.

ეს აქტიურობა არ შეწყდება, გრძელდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემი ძალიან ღრმა რწმენით უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე