თუ რუსეთი ბიოლოგიურ, ქიმიურ ან ბირთვულ იარაღას გამოიყენებს, აშშ-ს ჩართვა უნდა შეეძლოს - კინზინგერის რეზოლუცია

საქართველო, თბილისი - 21:58 | 01.05.2022
ნანახია: 460

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზიგერი ახალ რეზოლუციას წარადგენს, რომელიც, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩართვის ნებას დართავს, თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

"მე წარვადგენ სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ავტორიზაციას, როგორც მკაფიო წითელი ხაზს, რათა ადმინისტრაციამ მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და/ან ბირთვულ იარაღს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კაცობრიობას და უნდა დავდგეთ ჩვენი მოკავშირეების გვერდით.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, პუტინი შეჩერებულ უნდა იქნას. შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი ჯარის მთავარსარდალს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება და საშუალებები, რომ ამისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას," – ნათქვამია ადამ კინზინგერის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე