ბელგოროდში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 01.05.2022
ნანახია: 597

რუსეთში, ბელგოროდში სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე   აფეთქებები მოხდა, რაც ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც დაადასტურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გლადკოვის თქმით, ხანძარი ერთდროულად სამ რაიონში გაჩნდა.

 „სამი მუნიციპალიტეტის - ბორისოვისა და ბელგოროდის რაიონებში და იაკოლევსკის საქალაქო ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ზუსტდება“, - განაცხადა გლადკოვმა. მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე