რუსეთის საოკუპაციო არმიამ 23 500-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:09 | 01.05.2022
ნანახია: 422

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 23 500-ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 1 026;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 471;

საარტილერიო სისტემა - 451;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 151;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 80;

თვითმფრინავი - 192;

ვერტმფრენი -  155;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავმზიდები - 1796; 

გემი/კატერი - 8;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 245;

სპეციალური ტექნიკა - 32;

ფრთოსანი რაკეტები - 84;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე