ანჯელინა ჯოლიმ ლვოვში საჰაერო განგაშისას თავი ბომბსაფარს შეაფარა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 11:18 | 01.05.2022
ნანახია: 435

ამერიკელი მსახიობი, Unicef-iს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი, რომელიც  უკრაინის ქალაქ ლვოვში იმყოფება, საჰაერო განგაშის დროს იძულებული გახდა თავი ბომბსაფარისთვის შეეფარებინა.

რკინიგზის სადგურზე ყოფნის დროს ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. რადგან მოსალოდნელი იყო სარაკეტო დარტყმები. მოხალისეებმა ჯოლის მაშინვე უსაფრთხო ადგილზე გადასვლა შესთავაზეს და მსახიობი სხვებთან ერთად ბომბსაფარისკენ გაემართა.

გზად მოხალისეებმა ჰკითხეს გრძნობდა თუა არა ის თავს კარგად, რაზეც ჯოლიმ უპასუხა, რომ არ ეშინია და ყველაფერი რიგზეა.

მსახიობი ლვოვში გუშინ ჩავიდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე