რუსეთში, კუნძულ სახალინზე თბოელექტროსადგური იწვის

საქართველო, თბილისი - 13:44 | 30.04.2022
ნანახია: 722

რუსეთში, კუნძულ სახალინზე ილინსკოეს თბოელექტროსადგური იწვის. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის თანახმად, ხანძარი 30 აპრილს დილით გაჩნდა.  მიზეზი ტურბოგენერატორის გათიშვა გახდა. ცეცხლი სახურავზეც გავრცელდა.

ბოლო პეიოდში რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიქტიებზე ხანძრის შემთხვევები გახშირდა. 21 აპრილს ტვერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო ინსტიტუტის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაშავდა. 27 აპრილს ხანძარი გაჩნდა ბელგოროდის საბრძოლო იარაღის საწყობშიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე