პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი გადასცა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 29.04.2022
ნანახია: 570

პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი გადასცა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო დახმარებით უკრაინული არმიის ორი სატანკო ბრიგადა აღიჭურვება.

ამასთან, პოლონეთმა უკრაინას ასევე გადასცა რამდენიმე ათეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა.

საერთო ჯამში ვარშავამ კიევს 7 მილიარდი ზლოტის (1.5 მლრდ ევრო) ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, მათ შორის 2S1 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "გრადი" და რაკეტები MiG-29 და Su-27 ტიპის თვითმფრინავებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე