ისლამისტებმა ალეპოში სამთავრობო არმიას მომარაგების ერთადერთი გზა გადაუჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 22.02.2016
ნანახია: 1982

 

ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერთადერთი გზა გადაჭრეს, რომლითაც ალეპოში სირიის არმიის მომარაგება ხორციელდებოდა.

ტელეარხ Al Masdar-ის ინფორმაციით, ტერორისტებმა სამთავრობო ძალებს ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთით რასმ-ან-ნაფალის დასახლებულ პუნქტში გვიან ღამით შეუტიეს. შედეგად სამთავრობო ჯარი იძულებული გახდა უკან დაეხია.

უახლოეს საათებში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის არმია კონტრშეტევას გეგმავს.

ალეპოს პროვინციაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. სამთვარობო არმიის შეტევის ძირითად მიზანს ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ალეპოს ცალკეული ადგილების ტერორისტებისგან გაწმენდა წარმოადგენს.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე