კიევში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 22:01 | 28.04.2022
ნანახია: 619

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა.

„საღამოს მტრემა კიევს ესროლა. ორი დარტყმა იყო შევჩენკოვსკის რაიონში. ყველა სამსახური ადგილზეა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ დგინდება“, - წერს კლიჩკო Telegram-არხზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე