ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის 33 მლრდ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა

საქართველო, თბილისი - 20:11 | 28.04.2022
ნანახია: 488

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის 33 მლრდ დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.  ინფორმაციას უკრაინული მედია CNBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

20,4 მლრდ დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოიყოფა, 8,5 მლრდ ეკონომიკის აღდგენას, 3 მლრდ კი ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია დამატებით საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების, განაღმვითი სისტემების გადაცემაზე.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენის მოთხოვნა ფართო მხარდაჭერას მიიღებს რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. კონგრესის დახმარების ახალი რეკორდული პაკეტის დამტიცების შემდეგ აშშ-ის უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა ცხრა თვის განმავლობაში 39 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე