სოსო პავლიაშვილი კრემლის დარბაზში უკრაინის ომში მყოფი რუსი სამხედროებისთვის იმღერებს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 28.04.2022
ნანახია: 604

ქართული წარმოშობის რუსი მომღერლები სოსო პავლიაშვილი და გრიგორი ლეპსი კრემლის საკონცერტო დარბაზში უკრაინაში მყოფი  რუსი ჯარისკაცებისთვის იმღერებენ. ინფორმაცია მომღერლების შესახებ კრემლის ოფიციალურ გვერდზე არის აღნიშნული. 

 გალა-კონცერტი 4 მაისს "საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის" ფარგლებში გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა  "მადლობა ერთგულებისთვის, შთამომავლებო!".

ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიზანი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობისთვის სწორი ღირებულებების ფორმირებაა.

ღონისძიების ფარგლებში, რუს სამხედრო მოსამსახურეებს დააჯილდოებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე