კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 28.04.2022
ნანახია: 435

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. შესაბამის დიოკუმენტს კანონმდებლებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ისინი დასკვნამდე, რომ არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ჩაიდინეს.

„დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებას, ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე