რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი იწვის

საქართველო, თბილისი - 09:55 | 27.04.2022
ნანახია: 535

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება საბრძოლო მასალების საცავი იწვის. ინფორმაციას“ინტერფაქსი“ ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

 „სოფელ სტარაია ნელიდოვკას რაიონში წინასწარი ინფორმაციით, სბრძოლო მასალების საწყობი იწვის. საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაშავებულები არ არიან“, - ამბობს გლადკოვი.

რუსული მედიის მტკიცებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ ბელგოროდის ოლქის სოფლებს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნა. 1 აპრილს ბელგოროდში კომპანია „როსნეფტის“ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამასთან, რუსული მხარე უკრაინას 12, 14, 24 და 25 აპრილს ბელგოროდის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. უკრაინას ამას უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე