არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 22:31 | 26.04.2022
ნანახია: 501

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

აღნიშნულია, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთის ძალოვანი სტრუქტურები ასევე გადაყვანილია გაძლირებული რეჟიმის სამსახურზე.  

25 აპრილს მოლდოვის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე აფეთქებების სერია მოხდა.

უკრაინის მხარის განცხადებით, რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს.

მოლდოვის პრეზიდენტის ბრძანებით კი, დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გამო, ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე