გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის თვითმავალ საზენიტო დანადგარებს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 26.04.2022
ნანახია: 414

გერმანიის მთავრობა აპირებს დაამტკიცოს უკრაინისათვის საზენიტო თვითმავალი დანადგარის Gepard-ის მიწოდება, ამ ტიპის იარაღის მწარმოებლის (Krauss-Maffei Wegmann (KWM) - საწყობიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Deutsch Welle, რომლის თანახმად ფუნდამენტური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ფორმალურად ის შეიძლება დღეს გამოცხადდეს.

საუბარია ბუნდესვერის ყოფილ არსენალში არსებულ შეიარაღებაზე. კომპანია KMW-ს ფლობს რამდენიმე ათეულ ასეთ დანადგარს. Gepard-ის ტიპის დანადგარები, რომელიც 1970-იანი წლების ტექნიკაა, შეიძლება გამოყენებულ იქნას საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად 3 კმ-ის სიმაღლეზე, ასევე სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთქმედებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე