კიევში სახელს გადაარქმევენ 300-მდე ქუჩას, რომელთა სახელწოდებაც რუსეთს უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 19:03 | 25.04.2022
ნანახია: 573

დაკავშირებულია რუსეთთან და ბელარუსთან. ასვე აპირებს აიღოს რუსეთის ფედერაციასთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული ძეგლები. ასეთი ქუჩების რაოდენობა 300-მდეა, ძეგელბსი კი 60.

ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ კიევის საკრებულოს მდივანმა ვოლოდიმირ ბონდარენკომ განუცხადა.

„ამჟამად ვაგროვებთ წინადადებს ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ. სამუშაო ბევრია. იდენტიფცირებულია 279 ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია აგრესორ ქვეყანასთან და მის მოკავშირეებთან. მაგრამ შესაძლოა, მეტი იყოს. ჩვენ ველოდებით წინადადებებს მოსახლეობისგან“, - განაცხადა ბონდარენკომ.

კიევის ცენტრში აპრილის ბოლომდე დემონტაჟი გაუკეთდება ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ ორი მუშის სკულპტურას, შემდეგ კი თაღის დემონტაჟიც მოხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე