უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ არსებობს

საქართველო, თბილისი - 17:40 | 25.04.2022
ნანახია: 650

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით. ბლოკირებულ მარიუპოლში „აზოვტსალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმება არ არსებობს.

„დღეს რუსულმა მხარემ მორიგ ჯერზე განაცხადა აზოვტსალიდან სამოქალაქო პირების გამოყვანითსვის დერეფნების არსებობის შესახებ. ამის დაჯერება შეიძლებოდა, რუსებს ჰუმანიტარული დერეფნები მანამდე რომ არ ჩაეშალათ. მნიშნელოვანია გავიგოთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ორი მხარის შეთანხმებით იხსნება. ცალმხივად დაანონსებული დერეფანი უსაფთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ფაქტობრივად ის არ არის დერეფანი. ამრიგად, ოფიციალურად და საჯაროდ ვაცხადებ: დღეს აზოვსტალიდან ჰუმანიტარულ დერეფნებზე საწუხაროდ, შეთანხმება არ არის“, - წერს ვერეშჩუკი  Telegram-ზე.

მისი თქმით, უკრაინამ მიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოფილიყო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც „აზოვსტალში“ რჩებიან. ასევე ჰუმანიტარულ კოლონაში  ყოფილიყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დღეს, კიევის დროით 14:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „აზოვსტალიდან“ გასასვლელ დერეფანს გახსნიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე