პუტინი უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსი ჟურნალისტების, მათ შორის პროპაგანდისტ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 16:43 | 25.04.2022
ნანახია: 571

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსი ჟურნალისტების, მათ შორის ცნობილი პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვოს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც ამზადებდა ცნობილი რუსი ჟურნალისტების ლიკვიდაციას.

პუტინმა განაცხადა, რომ "თავდასხმები" კიევიდან და დასავლეთიდან გაცემული ბრძანებით მზადდებოდა.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში განაცხადეს, რომ "ნაციონალისტური" დაჯგუფების წევრების ჩხრეკისას ამოიღეს "მოლოტოვის კოქტეილები", მაკაროვის ტიპის პისტოლეტები, ვაზნები და უკრაინული პასპორტები ამოიღეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე