რუსეთის ქალაქ ბრიანსკში "ტრანსნეფტ ბრიანს დრუჟბას" ნავთობის საცავი იწვის

საქართველო, თბილისი - 12:57 | 25.04.2022
ნანახია: 486

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში "ტრანსნეფტ ბრიანს დრუჟბას" ნავთობის საცავი იწვის.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია 1 500 კვ/მ ფართობზე.

მანამდე, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ხანძარი ნავთობბაზაზე მოსკოვის დროით 02:00 სთ-ზე გაჩნდა. მათივე ცნობით, ძლიერი ხანძრის მიუხედავად, არავინ დაშავებულა.

"ინტერფაქსის" წყაროს ცნობით, ქალაქ ბრიანსკში იწვის ნავთობპროდუქტების ორი საცავი, მათ შორის დიზელის საწვავით სავსე რეზერვუარი. 

"ტრანსნეფტ დრუჟბა" კომპანია "ტრანსნეფტის" შვილობილი კომპანიაა. ის ფლობს 31 მლნ კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარებს, მართავს ნავთობის 20 და ნავთობპროდუქტების 15 საქაჩ სადგურს, ასევე, 3.5 ათასი კმ სიგრძის ნავთობსადენსა და 3.9 ათასი კმ სიგრძის ნავთობპროდუქტების მილსადენს.

კომპანიის საწარმოო ობიექტები განლაგებულია რუსეთის 11 რეგიონში. კომპანა მართავს "დრუჟბას" ნავთობსადენს, რომლის მეშვეობითაც ნავთობი ევროპაში მიეწოდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე