ავღანეთში, ყუნდუზის პროვინციაში აფეთქებას 33 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 22:29 | 22.04.2022
ნანახია: 562

მოძრაობა „თალიბანის“ განცხადებით, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ყუნდუზის პროვინციაში მდებარე მეჩეთში. დაშავდა კიდევ 43 ადამიანი დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

თალიბების წარმომადგენელი ზაბიულა მუჯაჰიდი Twitter-ზე წერს, რომ მოძარობა გმობს ამ დანაშაულს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს. ამასთან ის პირობას დებს, რომ დამნაშავეები სრული სიმკაცრით აგებენ   პასუხს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე