საფრანგეთი უკრაინას Caesar-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებსა და Milan-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 20:54 | 22.04.2022
ნანახია: 539

საფრანგეთი უკრაინას Milan-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Caesar-ის ტიპისდა თვითმავალ საარტილერიო ჰაუბიცებს მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.

თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს შეუძლიათ 155 მმ-იანი ჭურვების გაშვება 40 კმ-ის მანძილზე წუთში 6-დან 8 გასროლამდე. მაკრონს მიწოდების მოცულობა არ დაუზუსტებია.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, 40-მდე უკრაინელი სამხედრო საფრანგეთში გაემგზავრება, რათა აღნიშნული სისტემების მართვა შეისწავლონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე