ნიდერლანდები რუსულ გაზზე უარს წლის ბოლომდე იტყვის

საქართველო, თბილისი - 20:39 | 22.04.2022
ნანახია: 459

ნიდერლანდები რუსულ გაზსა და ქვანახშირზე უარს წლის ბოლომდე იტყვის. ამის შესახებ კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობ იეთენმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია NOS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ უახლოესი ზამთრისთვის გაზსაცავი სრულად იქნება შევსებული. ეს დიდწილად ენერგეტიკულმა და სხვა კომპანიებმა უნდა გააკეთონ. ვინაიდან, ისინი ვერ მიდიან ფინანსურ რისკებზე, რადგან გაზი ამჟამად ძალიან ძვირია, მთავრობამ უნდა მოამზადოს სქემა, რომელიც ნაწილობრივ აანაზღაურებს ფასში სხვაობას.

სახელმწიფო კომპანია Energie Beheer Nederland (EBN) შეავსებს გაზსაცავ Bergermeer-ის სიმძლავრის 70 პროცენტს. საერთო ხარჯები დამოკიდებულია გაზის ფასზე და ის 623 მლნ ევროდ ფასდება. ასევე გათვალისწინებულია თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდაც.

რაც შეეხება ქვანახშირ,ს ევროკავშირისთვის მისი იმპორტი 11 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ შეთანხმებულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა პაკეტში. რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ ევროკავშირის კონტექსტში საჭიროებს ორგანიზებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე