რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 21 200-მდე სამხედრო დაკარგა - გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 22.04.2022
ნანახია: 450

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 21 200-ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 838;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 162 ;

საარტილერიო სისტემა - 397;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 138;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 69;

თვითმფრინავი - 176;

ვერტმფრენი - 153;

საავტომობილო ტექნიკა - 1 523 ; 

გემი/კატერი - 8;

საწვავმზიდი - 76;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 172;

სპეციალური ტექნიკა - 27;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე