ინდოელი სამხედროები მებრძოლებისგან სამხედრო სასწავლებლის გათავისუფლებას ცდილობენ

საქართველო, თბილისი - 12:36 | 22.02.2016
ნანახია: 1742

ინდოეთის უშიშროების ძალებსა და კარგად შეიარაღებულ მებრძოლებს შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ტერორისტებს ქაშმირის შტატში სამხედრო ინსტიტუტი აქვთ დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობიდან ისმის აფეთქებების ხმა.

შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ შრინაგარის სახელმწიფო დაწესებულება ორი დღის წინ დაიკავეს. მანამდე მათ თავდასხმა განახორციელეს სამხედრო ავტოკოლონაზე.

ინსტიტუტის შენობის გათავისუფლებისას დაღუპულია ექვსი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მებრძოლები ისლამური დაჯგუფებას მიეკუთვნებიან, რომლებიც პაკისტანისთვის ქაშმირის შეერთებას მოითხოვენ.

ქაშმირი ინდოეთისა და პაკისტანს შორის სადაო ტერიტორიაა. გაერომ სადერმაკაციო ხაზი ქაშმირის ორი ნაწილს შორის 1949 წელს დაადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე