კრემლმა კამალა ჰარისს რუსეთში შესვლა აუკრძალა

საქართველო, თბილისი - 20:21 | 21.04.2022
ნანახია: 416

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, შუადღისას გააფართოვა იმ პირთა სია, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს კამალ ჰარისს, Meta-ს დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგსა და პენტაგონის სპიკერს ჯონ კირბის.

სიაში სულ 29 ამერიკელი ოფიციალური პირი და ჟურნალისტი მოხვდა.

"ამ პირებს განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გასულ თვეში, მოსკოვმა რუსეთში შესვლა აუკრძალა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ამერიკის სხვა ოფიციალურ პირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე