ავსტრიამ რუსულ ნავთობზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 21.04.2022
ნანახია: 455

ავსტრიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვაზე  უარი თქვა.  ინფორმაციას გაზეთი  Kurier-ი  OMV Group-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ნავთობის შესყიდვის მოცულობა რუსეთში ყოველთვის ძალიან დაბალი იყო. ომის დაწყების შედეგ ჩვენ ის ნავთობის სხვა ბაზრით ჩავანაცვლეთ“, - განაცხადა ასტრიული კომპანიის წარმომადგენელმა.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციის მონაცემებით, 2021 წელს ავსტრიული ნავთობის იმპორტის მხოლოდ 7,8% ანუ 596 ათასი ტონა რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ამასთან, ავსტრიაში ნათობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკვე დიდი ხანია ყაზახეთია - ამ ქვეყანაზე მთელი იმპორტის 38,9% მოდის. მეორე ადგილზეა ლიბია (22,1%), მესამეზე - ერაყი (20,7%).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე