კრემლის მისწრაფებამ 9 მაისს ნებისმიერი გამარჯვება წარმოაჩინოს, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბრძოლის ველზე მათ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე

საქართველო, თბილისი - 15:06 | 21.04.2022
ნანახია: 408

კრემლის მისწრაფებამ 9 მაისისთვის ნებისმიერი გამარჯვება წარმოჩინოს, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალ კვირას ბრძოლის ველზე მათ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში. იუწყება უკრაინული მედია.

უწყების შეფასებით, რუსეთს აშკარად უნდა 9 მაისამდე მნიშვნელოვამ წარმატებას მიაღწიოს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და აგრესიულად ჩაატარებენ სამხედრო ოპერაციას უახლოეს დღეებში.

ამ დროისათვის რუსეთის ძალები უტევენ კრამატორსკის მიმართულებით. ქალაქი მუდმივად ექცევა სარაკეტო დარტყმების ქვეშ. დაზვერვის ცნობით, აღმოსავლეთით ასევე შეინიშნება რუსეთის ძალების გააქტიურება ჰაერში, სახმელეთო ძალების შეტევის მხარდაჭერასა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახშობასა და განადგურებაში.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე