ბოროდიანკაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ორი საერთო საფლავი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:04 | 21.04.2022
ნანახია: 365

კიევის ოლქის ბოროდიანკას დასახლებაში ორი საერთო საფლავი იპოვეს, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ცხრა მშვიდობიანი უკრაინელი იყო დამარხული. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ საფლავში დამარხული იყო ორი 35 წლი კაცი 15 წლის გოგონასთან ერთად.

მეორე საფლავში სამართლადამცველებმა იპოვეს ექვსი ადამიანის - 4 კაცისა და 2 ქალის ცხედრები.

პოლიციის განცხადებით, ოთხი მოკლულის ვინაობა დადგენილია, ისინი ადგილობრივები არიან, კიდევ ორი მოკლულის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.

კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის თქმით, მოკლულების უმეტესობას წამების კვალი აღენიშნება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ადამიანები სამოქალაქო პირები არიან. რუსმა სამხედროებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი ადამიანები, რომლებსაც მათთვის არანაირი წინააღმდეგობა გაუწევიათ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“, - განაცხადა ნებიტოვმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე