რუსეთი აცხადებს, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

საქართველო, თბილისი - 22:28 | 20.04.2022
ნანახია: 501

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კოსმოდრომ "პლესეცკზე" კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ გამოსცადეს.

რაკეტის გამოცდის ამსახველი ვიდეო რუსეთის თავდაცვის უწყების ტელევიზია "ზვეზდამ" გაავრცელა.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, რაკეტას შეუძლია გადალახოს "ნებისმიერი არსებული და პერსპექტიული" სარაკეტო თავდაცვის სისტემები.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედროებს რაკეტის წარმატებული გამოცდა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ იარაღს ანალოგი არ აქვს "მსოფლიოში და არც ექნება დიდი ხნის განმავლობაში".

პუტინის თქმით, "სარმატის" სარაკეტო სისტემა უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას და "დააფიქრებს მათ, ვინც რუსეთისთვის დამუქრებას ეცდება".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე