მარიუპოლში სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს 91 წლის ქალი, რომელიც ნაციზმს გადაურჩა

საქართველო, თბილისი - 21:01 | 20.04.2022
ნანახია: 536

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს 91 წლის ვანდა ობიედკოვა, რომელიც წარსულში ნაცისტური გერმანიის ოკუპაციას გადაურჩა.  ამის შესახებ აუშვიცის (ოსვენციმი) მემორიალური მუზეუმი იტყობინება.

"10 წლის ასაკში ვანდა სემიონის ასული ობიედკოვა მარიუპოლის სარდაფში იმალებოდა და გადაურჩა გერმანულ ოკუპაციას 81 წლის შემდეგ, იგი გარდაიცვალა იმავე ქალაქის სარდაფში, როდესაც ემალებოდა რუსეთის ჯარებს", - წერს მუზეუმი ტვიტერზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე