ისტორია არასდროს დაივიწყებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 15:21 | 20.04.2022
ნანახია: 357

ისტორია არასდროს დაივიწყებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერზე" წერს.

ის კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა.

„ბოროდიანკაში. ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი.

შარლ მიშელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე