პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინას სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი გადასცა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 20.04.2022
ნანახია: 653

აგრესორი რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს გადასცა სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი „მკაფიო ფორმულირებებით“.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვისტი“ ავრცელებს.

„უკრაინის მხარეს მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში გადაეცა დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებებით. ბურთი კიევის მხარეზეა, მოსკოვი რეაგირებას ელოდება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა თითქოს პასუხს არ ჩქარობს.  

„მათი მუშაობა შორს არის საუკეთესოსგან, ისინი არ ცდილობენ პროცესის გააქტიურებას“, - განაცხადა რუსი დიქტატორის წარმომადგენელმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წვერმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად გაყინულია მომდევნო რაუნდის გამართვის თარიღი გაურკეველია.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე