მარიუპოლიდან დღეს ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია იგეგმება - ირინა ვერეშჩუკი

საქართველო, თბილისი - 11:31 | 20.04.2022
ნანახია: 363

მარიუპოლიდან დღეს მშვიდობიანი მოქალაქეების - ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ  უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფენი მარიუპოლი-მანგუში-ბერდიანსკი-ტომაკი-ორიხივი-ზაპოროჟიეს მარშრუტით.

ვერეშჩუკის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მარშრუტი შესაძლოა, შეიცვალოს. მან მოსახლეობას მოუწოდა თვალი ადევნოს ოფიციალურ ინფორმაციებს.

ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.