საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 20.04.2022
ნანახია: 328

საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 652, „პისიარ“-ტესტით – 1 733.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,14 %, ბოლო 14 დღის – 1,32 %, ბოლო შვიდი დღის – 1,2 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 692 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 591 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 874 821 აცრა, დღიურად აცრილია 751.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე