რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბა

საქართველო, თბილისი - 19:25 | 19.04.2022
ნანახია: 560

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტარუტა ამბობს, რომ ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები.

 „რუსმა ფაშისტებმა „აზოვსტალის რაიონში, საავადმყოფოზე მძლავრი ბომბი ჩამოაგდეს, ჩემი ინფორმაციით, ნანგრევებში 300-მზე ადამიანი იმყოფება. საავადმყოფოს ერთ ნაწილს თავს აფარებდნენ დაჭრილი დამცველები და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი არსად არის“, – წერს სერგეი ტარუტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე