რუსეთში სააღდგომო პასკებზე "Z“ სიმბოლო გამოსახეს

საქართველო, თბილისი - 15:58 | 19.04.2022
ნანახია: 625

რუსეთში იყიდება პასკები, რომლებზეც გამოსახულია ლათინური ასო "Z". სწორედ აღნიშნული სიმბოლიკით არის აღნიშნული უკრინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართული რუსი  ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა.

ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „რია ნოვოსტი" ავრცელებს.

„Z-პასკები“ რუსეთის კურგანის ოლქში იყიდება.

ლათინური „Z“ და „V“ სიმბოლოები, რომლებიც გამოსახულია რუსულ სამხედრო ტექნიკაზე უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან, რუსებისთვის, ფაქტობრივად, ოფიციალური სიმბოლოები გახდა.

ამ ნიშნების რეალური ტაქტიკური მნიშვნელობა ამ დრომდე უცნობია. სავარაუდოდ, ამ სიმბოლოების დანიშნულება არ ესმით არც თავად რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მათ {სიმბოლოებს} ყველგან და ყელაფერზე  გამოსახავენ, მათ შორის სააღდგომო პასკებზეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე