ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის სარაკეტო დანადგარებს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 19.04.2022
ნანახია: 541

დიდი ბრიტანეთი გეგმავს უკრაინას გადასცეს Stormer-ის შეჯავშნული სარაკეტო დანადგარები Starstreak-ის რაკეტების გასაშვებად. ამის შესახებ The Sun  იუწყება.

Stormer HVM-ს სახურავზე გააჩნია გამშვები დანადგარი, რომელიც განახორციელებს რვა გასროლას და ასევე ქვემოთ აქვს დამატებითი ადგილი კიდევ რვა რაკეტისთვის. აღნიშნულ რაკეტებს შეუძლიათ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოგდება.  

ექსპერტები მას საუკეთესო კომლექსებად მიიჩნევენ, რომლებიც დასავლეთმა უკრაინას გაუგზავნა. მედიის წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინელებს დანადგარების მუშაობა სოლსბერიში ორი კვირის წინ გააცნო.

13-ტონიანი მაღალტექნოლოგიური გამშვები დანადგარები დაიტვირთება С-17ისსატრანსპორტო თვითმფრინავებში და ფრონზტე რამდენიმე დღეში გაიგზავნება.  

აღნიშნული დანადგარები 120 ჯავშანტრანსპორტიორთან ერთად მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინაში ბრიტანეთიდან გაგზავნილ მძიმე შეიარაღებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე